ჯანმო: „60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ. თუ ფიზიკური დისტანცირება“

60 წელს ზემოთ ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ. ეს რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა.

„იმ რაიონებში, სადაც ვირუსის გავრცელება ფიქსირდება, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა და  ვისაც სიმპტომები აღენიშნება, პირბადეები უნდა ატარონ, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია.

პირბადეები უნდა ეკეთოს ყველა ადამიანს, ვინც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურ სივრცეში მუშაობს და  ვისაც უშუალოდ პაციენტებთან აქვს შეხება.  პირბადე სხვადასხვა მასალის სამი შრისგან მაინც უნდა შედგებოდეს“,  – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა

კომენტარები