ჯანსაღი და მსუყე სამარხვო ოსპის წვნიანი

ეს არის მარტივად მოსამზადებელი ოსპის წვნიანი. გემრიელი, მსუყე და ვიტამინებით აღსავსე.

წვნიანისთვის დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი (სურვილისამებრ წვრილად დაჭრილი)
  • 3 კბილი ნიორი (სურვილისამებრ წვრილად დაჭრილი)
  • 2 საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი სტაფილო
  • ნიახურის 2 ტოტი (დაჭრილი)
  • 1 ქილა დაჭრილი დაკონსერვებული პომიდორი თავისი წვენით
  • 2 ჭიქა ოსპი (გარეცხილი)
  • 7 ჭიქა ბოსტნეულის ნახარში
  • ½ ჩაის კოვზი დაფქვილი ძირა
  • 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი (სურვილისამებრ)
  • 3 კონა ისპანახი
  • 1 ლიმნის წვენი (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი)

მომზადების წესი:

    1. ზეთი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. დაამატეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო და ნიახური. მოთუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში და ხშირად ამოურიეთ.
    2. ახლა ჩაამატეთ პომიდორი, ოსპი, ბოსტნეულის ნახარში, ძირა, ქინძი და წიწაკა. ყველაფერს კარგად ამოურიეთ.

  1. წვნიანი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და 30 წუთით ნელ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ოსპი არ დარბილდება.
  2. აურიეთ ისპანახი და ლიმნის წვენი. ისპანახი ერთ წუთში მზად იქნება. ბოლოს შეგიძლიათ დაამარილოთ.

სულ რაღაც 40-45 წუთში წვნიანი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები