ჯანსაღი სოკოს სალათი

ინგრედიენტები:

 

2   ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა

1   ქილა დაჭრილი ქამა სოკოს კონსერვი

მჟავე კიტრი

მოხარშული სტაფილო

მწვანე ხახვი

ქინძი

კამა

3 კბილი ნიორი

მარილი და პილპილი გემოვნებით

დაფქული ჯანჯაფილი (სურვილისამებრ)

მაიონეზი (სურვილისამებრ)

 

სალათის მომზადების წესი:

 

ქამა სოკოს კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ თასში;

დავამატოთ მწვანე ბარდა. კუბებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო და მჟავე კიტრი;

ჩავაჭყლიტოთ ნიორი, წვრილად ჩავაჭრათ მწვანილები, ოვაყაროთ სვანური ან ჩვეულებრივი მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, დაფქული ჟანჯაფილი (სურვილისამებრ), მოვასხათ მაიონეზი (სურვილისამებრ) და კარგად ამოვურიოთ.

თუ მაიონეზის მოყვარული არ ბრძანდებით, შეგიძლიათ მაიონეზი არ გამოიყენოთ და უბრალოდ ზეთი მოასხათ.

 

გემრიელად მიირთვით!

წყარო: „russianfood.com“

 

კომენტარები