ჯანსუღ ჩარკვიანი 2015 წელს: „თახსირი სააკაშვილი მშიშარაა – რუსი ოლიგარქი კი არა, ივანიშვილი ქართველი კაცია და მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს აკეთებს“

-„თახსირი სააკაშვილი იმდენად მშიშარაა, რომ უშიშარ კაცსაც შესანიშნავად თამაშობს. ხშირად ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავსო, ხალხს ჭკუას არიგებსო…

კაცო, შეიძლება ივანიშვილი თავის სამეგობროს ჭკუას არიგებდეს, რაღაცას ურჩევდეს, მაგრამ ეს რუსი ოლიგარქი კი არ არის, ეს არის ქართველი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ საქმეებს აკეთებს. არ შეიძლება ამ ადამიანს ყველაფერი დააბრალო.

შე კაი კაცო, შენ ძებნილი ადამიანი გმართავს ხან კიევიდან, ხან ნიუ-იორკიდან და ბიძინა ივანიშვილმა თავის მეგობრებს რჩევაც არ მისცეს? მიშა სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია რას მიუსჯი და რას არ მიუსჯი, დადის და გრიალებს. კულუარებიდან კი არა, ეს თახსირი რასაც უნდა იმას აკეთებს და თავის ჯგუფს მართავს. ამაშია საქმე… ეს იმდენად მშიშარა კაცია, ვითომ არაფრის ეშინია. ამასაც მშვენივრად თამაშობს”,  – აცხადებდა პოეტი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, გაზეთ “ქრონიკასთან” ინტერვიუში.

კომენტარები