ჯგუფი ალტ-ინფო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტრადიციული მორწმუნე ქალები ყველაზე ბედნიერი ცოლები არიან
– მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა ოჯახების ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ რელიგიური, ტრადიციული ქალები ყველაზე ბედნიერი ცოლები არიან.
ოჯახების კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა საკითხით, რელიგია მსოფლიოს მასშტაბით დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორია ოჯახებისთვის. ინსტიტუტმა 11 ქვეყანაში (არგენტინა, ავსტრალია, ჩილე, კანადა, კოლუმბია, საფრანგეთი, ირლანდია, მექსიკა, პერუ, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ურთიერთობების ხარისხი, შობადობა, ოჯახური ძალადობა და ათეიზმი გამოიკვლია.
კვლევამ აჩვენა, რომ მაღალ რელიგიურ ქორწინებაში მყოფი ქალები, განსაკუთრებით კი „ტრადიციონალისტები“, საკუთარი ურთიერთობების ხარისხში უმაღლეს კმაყოფილებას ავლენენ. ხოლო საშუალო იდეოლოგიურ და რელიგიურ მდგომარეობაში მყოფ ქალებს ნაკლები ხარისხის მქონე ურთიერთობები აქვთ.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ მაღალ რელიგიურ წყვილებს უკეთესი ურთიერთობები და მეტი სექსუალური კმაყოფილება აქვთ, ვიდრე ნაკლებად, საშუალოდ რელიგიურ, ან არარელიგიურ წყვილებს. კვლევა ამბობს, რომ მაღალ რელიგიურ ქორწინებაში მყოფი ქალები 50%-ით მეტად არიან სექსუალური ურთიერთობებით კმაყოფილები, ვიდრე არარელიგიური ან ნაკლებად რელიგიური ქალები.
გარდა ამისა, კვლევა ამბობს, რომ მაღალი რელიგიური წყვილები უკეთ ახერხებენ გადაწყვეტილებების თანაბრად მიღებას, ვიდრე ნაკლებად რელიგიური. ამასთან, მათ, ვინც რელიგიურ მსახურებას ესწრებიან, მეტი შვილები ჰყავთ. რელიგიური ხალხი მეტად არის მოწოდებული ქორწინებისკენ, რაც შობადობის ფაქტორიც არის, რადგან დაქორწინებულ წყვილებს მეტი შვილები ჰყავთ, ვიდრე დასაოჯახებლებს.
კვლევის თანახმად, ოჯახური ძალადობის კუთხით, რელიგიურობა დამცავ ფაქტორს არ წარმოადგენს.