,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სამშენებლო კომპანიის ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.
“მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ მუშები ობიექტზე. არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული იყო მოზარდი, რომელსაც 16 ივლისს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N 29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები