„ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“- ირაკლი ღარიბაშვილი გახარიას შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

-„გიორგი გახარია, ჩვენი მთავრობის დროს ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო, შემდეგ, – ეკონომიკისა და შს მინისტრი,  შემდეგ – პრემიერ-მინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია,  რას აპირებს. ამიტომ, ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, -პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

კომენტარები