„ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს ​მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა“ – ამირან გამყრელიძე

-„მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ქვეყანაში ტურიზმის გახსნაზე. დაანონსებულია 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმისა და პირველი ივლისიდან უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს ​მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზეც, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღებისა და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი. ამ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდეთ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ, როცა ამ საკითხზე უფრო მეტად ვიქნებით ჩამოყალიბებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს. მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი მარეგულირებელი აქტით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები