„ჯერ თქვენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეთ…“-თურქეთის პრეზიდენტი

6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს. მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე განთავსება მოუწია.

9 აპრილს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო გააკრიტიკა –  თურქეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ თურქეთში იტალიის ელჩი, მასიმო გაიანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის გამოეხმაურა:

-„იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება სრული თავხედობა და უპატივცემულობაა. მაშინ, როდესაც იმედი გვქონდა, თურქეთისა და იტალიის კავშირები კარგ დონეს მიაღწევდა, ამ განცხადებით, სამწუხაროდ, ჩვენს შორის კავშირებს ძირი გამოუთხარა. ვიდრე ასეთ განცხადებას გააკეთებთ, ჯერ თქვენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეთ“.

კომენტარები