„ჯერ კიდევ არ არის  ბევრი ადამიანი აცრილი… შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს….“-ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:

-„ზუსტად იმის თქმა, რამდენად ძლიერი იქნება მეოთხე ტალღა, – შეუძლებელია. აქ  ძალიან ბევრი იმაზეა დამოკიდებული, როგორი შტამები გამოჩნდება. გამოჩნდა ე.წ. ინდური შტამი, რომელიც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მეცნიერებში, – როგორც აღმოჩნდა გაერთიანებულ სამეფოში ამ შტამმა დაიწყო ის, რომ რაღაც მომენტებში მას შეუძლია გვერდი აუაროს უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს. ეს შტამი თუ გახდა დომინანტი ბევრ ქვეყანაში, ანუ უკვე ადამიანს, რომელსაც იმუნიტეტი აქვს, მას გვერდი აურა და ის თავიდან დაავადდა, ან გამოჩნდა კიდევ რაღაც ახალი შტამი, რომელმაც კიდევ უფრო იოლად დაასნებოვებს ადამიანს, მაშინ შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს. ახალ-ახალი შტამების გამოჩენა სწორედ იმას უკავშირდება, – მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის  ბევრი ადამიანი აცრილი.

თუ ვსაუბრობთ საქართველოზე, სადაც მოცვა არ გვაქვს დიდი, ეს არის საშიშროება. იმის გამო, რომ ჯერ ბევრი ადამიანი არ არის მსოფლიოში აცრილი, ეს აძლევს საშუალებას, ახალ-ახალი შტამი შეიძლება გამოჩნდეს. ამიტომაც, ძალიან ფრთხილობენ მეცნიერები, ამბობენ, შეიძლება მეოთხე ტალღა იყოს ძლიერი.შეიძლება გამოჩნდეს ახალი შტამი, რომლის სიძლიერის შესახებ ახლა საუბარი ცოტა ნაადრევია“.

კომენტარები