ჯვარზე ფეხის დადგმით აღნიშნული დამოუკიდებლობის დღე „გალერია თბილისში“
უცნაურად აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე გუშინ, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“, სადაც მისულ სტუმრებს ჰიმნისა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების გარდა, ძირს დაყრილი ხუთჯვრიანი დროშებიც დახვდათ.
დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა, საქართველოს დროშები სავაჭრო ცენტრის ყველა სართულიდან გადმოყარეს, დროშების რაოდენობიდან გამომდინარე, მისთვის ფეხის დადგმისგან თავის არიდება შეუძლებელი იყო. ღონისძიებების დასრულების შემდეგ კი, დროშები, დასუფთავების დროს, ნაგავში მოხვდა.
იხილეთ ფოტო მასალა, რომელსაც თავად სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.