ჯვართამაღლებას გილოცავთ, ქრისტეანენო! ჯვარი გეწეროთ და გფარავდეთ!

ტროპარი 

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

 

ჯვართამაღლება — ერთერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს (ძველი სტილით 14 სექტემბერს). მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედისელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდებაჯვართამაღლება“.

ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა (26 სექტემბერი) დამსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.

ამაღლება პატიოსანი ჯვარისა (ილუსტრაცია წიგნიდანდუკა ბერის მდიდარი საათები“, საფრანგეთი)

ტროპარი 

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!
კომენტარები