ჯოზეფ ბაიდენის ძაღლმა კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ძაღლმა -მეიჯორი, 3 წლის ნაგაზმა კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა. დაზარალებული დაცვის თანამშრომელია.

ამ  ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს მეიჯორმა  ერთი თვის წინაც უკბინა. ძაღლი ბაიდენის მეორე ნაგაზ ჩემპთან ერთად დელავერში გაუშვეს. ძაღლები თეთრ სახლში ერთი კვირის წინ დააბრუნეს.

კომენტარები