„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროს პიკეტირების გამო უმუშევრად დარჩენილებს სხვა ობიექტებზე დაასაქმებს

პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

კომპანია ვალდებულებას იღებს, 22 მაისამდე, 677 დასაქმებული, რომელიც მაღაროს პიკეტირების გამო ვერ მუშაობს, კომპეტენციისა და სტაჟის მიხედვით სხვა ობიექტებზე დაასაქმოს. პიკეტირებული ობიექტების ის თანამშრომლები, რომლებიც ახალ ობიექტებზე ვერ დასაქმდებიან, შრომის ანაზღაურების 60%-ს მიიღებენ.

კომენტარები