„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა

 „ჯორჯიან მანგანეზი“ ინფორმაციას ავრცელებს:

-„სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება.

1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში.

2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“.

კომენტარები