“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,” თქვენ მართლა სულ გაუბერეთ? – ნინო ბუღაძე:

ნინო ბუღაძე:

– “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power
თქვენისთანა უპასუხისმგებლო და უუნარო კომპანია არ მინახავს (მომსახურების სფერო განსაკუთრებით), ჩვეულებრივი დეგრადირებული კომპანია ხართ, ჯერ ხომ წლების წინ მრიცხველებით ფული აკეთეთ, რაღაც უნამუსო კომპანია გამოაგზავნეთ და მრიცხველები დააყენეს ათმაგ ფასებში, ამას არ დაჯერდნენ ის თქვენგან გამოგზავნილი თანამშრომლები და ჩვენი საკუთარი (ონკანი რაც მოხსნენს) გაიყოლეს ხელთ, (ასევეც ქნეს სხვა მაცხოვრებლებთანაც, ის პერიოდი სულ შეხლა-შემოხლა იყო ხოლმე) კარგი, მერე მაინც უნდა გვშველებოდა წესით. უნდა გადაგვეხადა ის, რასაც მოვიხმარდით, თუმცა მრიცხველის ანათვალს არავინ იღებდა, ზეპირად წერდნენ ჩვენებებს. მაგასაც შევეგუეთ. მერე რაღაცნაირად იმედი გაჩნდა, ახალი ინკასატორი რომ გამოჩნდა, შეგვპირდა, მოგვარდა ეგ პრობლემა, ანათვალს მე ჩავიწერ ხოლმე, ხარვეზები იყო მაშინო. გავიდა დრო და ეს ინკასატორი სულ დაიკარგა.. მოკლედ,რაღაცნაირად შევეგუეთ, რომ ვიხდიდით იმას, რაც არ იყო ჩვენ მიერ დახარჯული წყლის საფასური. ამ ბოლოს, წლების შემდეგ ტელეფონით ანათვალის გადაცემის საშუალება რომ მოგვეცა, თითქოს შვებით ამოვისუნთქეთ , არიქა, მოგვარდა პრობლემა გვეშველათქო, მაგრამ სადაა ხსნა და შველა, როცა GWP-სთან გაქვს საქმე. დაკორექტირებული ჩვენებით აქამდე გაადახდილი თანხა უსწრებს ჩვენი მრიცხველის ანათვალს და 0.00 თეთრი რომ უნდა დაგვერიცხოს წესით და რიგით, ჰოი, საოცრება, 48 ლარი მოდის გადასახადი!!!
აქ არ დამთავრებულა ეს ამბავი… ოპერატორთან დიდი ვაი-ვაგლახით დაკავშირების შემდეგ, ქალბატონი ოპერატორი იმას ვერ მიხვდა, რომ (მათივე წყალობით) უკვე წინასწარ გადახდილი გვაქვს თანხა იმ ჩვენების, რაც ბოლოს მოვიდა… დაკორექტირდაო და გათიშა… ანუ დაკორექტირება რას ნიშნავს? თქვენ მართლა სულ გაუბერეთ? თუ ნორმალურ გადამხდელებს პროცენტებს არიცხავთ?
თქვენ საერთოდ არსებობთ, თუ წარმოსახვითი კომპანია ხართ?”
კომენტარები