ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა

ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა.

ამის შესახებ შტატის ვიცე-გუბერნატორი ბრედ რაფენსპერგი თავის გვერდზე წერს.

-„შტატის ისტორიაში პირველმა აუდიტმა გამარჯვებულის ვინაობა დაადასტურა“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ბრედ რაფენსპერგერმა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ბაიდენმა 2 475 141.

ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა  ტრამპის იურისტებს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა – სკანერების გამოყენებით.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა. 6 ნოემბერს ბაიდენმა აჯობა.

ამერიკულმა მედიამ არჩევნების გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დაასახელა. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს, არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები