ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარი თითო მილიონი დოლარით დაასაჩუქრა- რატომ მოიქცა ასე?

2013 წლის 27 სექტემბერს მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ (George Clooney) 14 მეგობრიდან თითოეულს თითო მილიონი დოლარით სავსე ჩანთა აჩუქა, ამის შესახებ 59 წლის მსახიობმა ჟურნალ GQ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

-„ბოლო 35 წლის განმავლობაში ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. მათ დივანზე მეძინა, ფული როცა არ მქონდა. მათგან ვსესხულობდი ფულს. ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, როცა მჭირდებოდა, მეც ვეხმარებოდი მათ შეძლებისდაგვარად, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.

ჟურნალის ეს ნომერი მიეძღვნა მამაკაცებს, რომლებმაც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს 2020 წელს.

მსახიობს 2013 წელს 70 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა ფილმმა „გრავიტაციამ“.

-„ჩემი მეგობრების დამსახურებაა,  წარმატებებს რომ მივაღწიე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში მათთან მეგობრობაა“, – განაცხადა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ.

მსახიობს მაშინ ახალი გაცნობილი ჰყავდა მომავალი ცოლი, – იურისტი ამალ ალამუდინი. ჯორჯ და ამალ კლუნები ტყუპ შვილს ზრდიან.

ოუშენის 11 მეგობრის“ ვარსკვლავმა ინტერვიუში განაცხადა, – ერთადერთი უხერხულობა და სიძნელე იყო 14 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის გამოტანა.

-„ფულის ტრანსპორტირება ფურგონის საშუალებით მოვახერხე, რომელსაც ეწერა – „ფლორისტი“. 14 მილიონი დოლარი 14 ძვირადღირებულ ბრენდულ ჩანთაში თანაბრად გავანაწილე, მეგობრებს ჩანთები გადავეცი. ერთი მათგანი მაინც, უარს თუ იტყოდა საჩუქარზე, ვერც დანარჩენები მიიღებდნენ, 14 მეგობრიდან ზოგს იმ დროს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

მე თუ ავტობუსი დამეჯახა, ისინი მაინც არიან ჩემს ანდერძში მოხსენიებულნი, რატომ ველოდო, სანამ ავტობუსის ბორბლებქვეშ არ აღმოვჩნდები?!“ – განაცხადა კლუნიმ.

ჯორჯ კლუნი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, „ოსკარის“ (2006, 2013) და „ოქროს გლობუსის“ (2001, 2006, 2012, 2015) პრემიების ლაურეატი, გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „სასწრაფო დახმარება“, „ღამე მშვიდობისა და წარმატებას გისურვებ“, „იდეალური შტორმი“, „ოუშენის 11 მეგობარი“, „შეუწყნარებელი სისასტიკე“, „მაღლა ცაში“, „გაუმარჯოს კეისარს“, „მარტის იდები“, „გრავიტაცია“ და სხვ.

კომენტარები