ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა. ამ ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ ახანგრძლივებს გამონაკლისის მოქმედების ვადას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს. ეზღუდვა აზერბაიჯანს გასულ წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაუწესდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია:

„გამონაკლისი აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ ასეთი დახმარება რეგიონში კონფლიქტს უწყობს ხელს“.

26 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც გამოცემა The Hill-მა მოიპოვა, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.

ენტონი ბლინკენი აცხადებს, აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევის მხარდასაჭერად არის საჭირო.

28 აპრილს ბლინკენი ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, სხვა საკითხებთან ერთად განიხილა, საერთაშორისო მცდელობები “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური მოლაპარაკებისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ხალხს”.

კომენტარები