ჯო ბაიდენის ინიციატივა – აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს. გეგმა გაზრდის ყველაზე მაღალ ზღვრულ მაჩვენებელს და გადასახადებს მდიდრების ინვესტიციებზე მიღებულ შემოსავლებზე.  გადასახადების გაზრდა ხელს  შეუწყობს ბავშვთა ზრუნვის და განათლების დაფინანსებას, არ იქნება გამოყენებული ჯანდაცვისთვის.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სავარაუდოდ, „ამერიკულ საოჯახო გეგმას ბაიდენი მომავალ კვირაში სრულად გამოაქვეყნებს, ის გავლენას არ მოახდენს არც ერთ ოჯახზე, რომელსაც წელიწადში 400 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

აღნიშნული გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37 პროცენტიდან 39.6 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. თითქმის გაორმაგდება გადასახადები 39.6 პროცენტამდე კაპიტალის მოგებაზე იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული გადასახადი ამჟამად 20 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები