„ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინის საქმეებში ჩარევას გამოვრიცხავ. მრავალი წელი ვმუშაობდა ჯო ბაიდენთან“ – მიხეილ სააკაშვილი

-„აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინის საქმეებში ჩარევას გამოვრიცხავ. მრავალი წელი ვმუშაობდა ჯო ბაიდენთან ერთად. არასდროს შემინიშნავს, თავისი ინიციატივით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარეულიყო.

არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, ის რამეში თავისი ინიციატივით ჩარეულიყო. საკითხი არ დგას ისე, სურთ თუ არა მათ ჩარევა. მთავარი ის არის, გსურს თუ არა მათი ჩარევა, სცემ თუ არა პატივს შენს ქვეყანას. არ არის საჭირო კითხვა, პატივს სცემენ თუ არა ისინი უკრაინას. მთავარია გავერკვეთ, სცემენ თუ არა პატივს უკრაინას და მის ხალხს უკრაინელი პოლიტიკოსები? ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი უკრაინაში მისი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას აფერხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ატელეფონო საუბარი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა.  გასული წლის 3 ოქტომბერს ტრამპმა ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ჩინეთისგანაც მოითხოვა.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა (.pdf) გამოქვეყნა.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.

კომენტარები