ჯო ბაიდენი არდადეგებზე წავიდა: ის ხუთი დღით გაემგზავრა მასაჩუსეტში, ოჯახთან ერთად

 

პოლიტიკოსი 23 ნოემბერს კუნძულ ნანტაკეტზე უკვე ჩავიდა, სადაც თავისუფალ დროს გაატარებს. განრიგის მიხედვით, კვირამდე მას არ აქვს დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები.

პრეზიდენტის გეგმებს არდადეგებზე ამერიკელების კრიტიკა მოჰყვა. ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანს ჯენ ფასკის ჰკითხეს, როგორ აპირებს ბაიდენი “ახსნას თავისი შვებულება მილიარდერებს შორის”, რადგან ეს ხდება საკვების ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე. მაგალითად, მადლიერების გალა ვახშმის საშუალო ღირებულება წელიწადში 14 პროცენტით გაიზარდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები