ჯო ბაიდენი აფართოებს ჩინეთის კომპანიების მიმართ აშშ-ს ინვესტიციების აკრძალვას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აფართოებს ჩინური კომპანიების სიას, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ. განკარგულება ძალაში 2 აგვისტოს შევა. ე.წ. შავ სიაში 59 ჩინური კომპანიაა. მათ შორის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია „ჰუავეი“.

შესაძლოა, სიას კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატოს. ამერიკელ ინვესტორებს ექნებათ ჩინური კომპანიებისგან უსაფრთხოების სისტემების შეძენა აეკრძალებათ.

ამით აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს, – „ამერიკელებმა არ დააფინანსონ ჩინეთის ხელისუფლების სამხედრო ინდუსტრია“.

კომენტარები