„ჯო ბაიდენი „კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდანტი ჯო ბაიდენი „კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“. ამ  ინფორმაციას The Washington Times-ი ავრცელებს.

ქალაქ მინეაპოლისში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე ჰანთერ ბაიდენზე ისაუბრა.

„მინდა, რომ ვინმემ ჰანთერ ბაიდენს შემდეგი კითხვა დაუსვას: შენ არაფერში ერკვევი და ნამდვილი ლუზერი ხარ. როგორ მიიღე ჩინეთისგან 1,5 მილიარდი? არც მამაშენი ითვლება ჭკვიანად. ის არასდროს ყოფილა ჭკვიანი სენატორი. ის კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“, – განაცხადა ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივას დაუჭირა მხარი..

კომენტარები