ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.
-„ჩვენი ზნეობრივი ლიდერობის აღდგენის მიზნით, მე ასევე დავუგზავნი პრეზიდენტის მემორანდუმს უწყებებს, რათა LGBTQI საკითხებზე ჩვენი ლიდერობა გააძლიერონ საერთაშორისო დონეზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ დიპლომატია ამ ადამიანების უფლებების მხარდაჭერას ემსახურებოდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თეთრ სახლში აცხადენენ, ყველა ადამიანს ღირსეულად უნდა მოეპყრონ, მათ შიშის გარეშე ცხოვრება უნდა შეეძლოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ.
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.