ჯო ბაიდენმა 3 განკარგულებას მოაწერა ხელი – საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, -დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ვექტორს ცვლის. ბაიდენის პირველი ნაბიჯი საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაა. წერს  BBC.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს ასეთი მიგრანტების მათ შვილებთან დაშორების პოლიტიკა მოქმედებდა, ეს  თეთრის სახლის კრიტიკის საბაბი იყო როგორც აშშ-ში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 2017-2018 წლებში ტრამპის ადმინისტრაციამ მშობლებს სულ მცირე 5 500 ბავშვი დააშორა. დღეს ოჯახებში დაბრუნებას 700-მდე ასეთი ბავშვი ელოდება.

სხვა განკარგულებები მიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასა და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ეხება.

ბაიდენმა ამ საკითხში დონალდ ტრამპის პოლიტიკას „მორალური და ეროვნული სირცხვილი“ უწოდა.

კომენტარები