ჯუმბერ კირვალიძე: “თუნდაც უანგარო, მრავალმილიონიანი ქველმოქმედებით სახელმწიფო ვერ და არ აშენდება”!

– დღეს საქართველოში, ჩვენს “დამოუკიდებელ სახელმწიფოში” ფუნქციონირებს მანკიერი:
1. სახელმწიფო მართვის სისტემა;
2. სასამართლო სისტემა;
3. საარჩევნო გარემო და სისტემა;
4. პოლიტიკური, ანტიეროვნული (“პროდასავლურ-პრორუსული”) პარტიული სისტემა;
5. პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები;
6. მონოპოლისტური, ნეპოტისტურ-კორუფციული ბიზნესგარემო და ეკონომიკური სისტემა;
7. ანტიეროვნული, კონტროლირებადი მასმედია;
8. ანტიეროვნული საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კულტურული სისტემა;
9. ანტიეროვნული აგრარული პოლიტიკა;
10. ანტიადამიანური, არათანაზომადად უძვირესი ჯანდაცვის სისტემა;
11. ანტიეროვნული თავდაცვის სისტემა და სამხედრო პოლიტიკა;
12. ანტიეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკა;
13 ანტიეროვნული დემოგრაფიული და ემიგრაციული პოლიტიკა;
ამ მწარე რეალობას, “მითიური ქველმოქმედება” ვერ უშველის, რადგანაც, თუნდაც – უშურველი ქველმოქმედებით სახელმწიფო არ შენდება! ვინც, ალალად ფიქრობთ, რომ ამ 7 წლის განმავლობაში საქართველო, ქართული სახელმწიფო “ვითარდება და მისი მართვის ფორმა” ეფექტიანია, ნამდვილად მებრალებით… ხოლო, ვინც ანგარებით ამ აზრზე ხართ, გეტყვით, რომ დრო მოვა და საკუთარი თავის, შვილების და შვილიშვილების შეგრცხვებათ!..
მაგრამ, რაღა დროს…

კომენტარები