ჯუმბერ კირვალიძე: მოგვიწოდებენ, ეჭვი შევიტანოთ წმინდა ზიარების საიდუმლოებაში!

– “უღმერთოებო, ცრუ, ვითომ მორწმუნეებო, მატერიალისტებო, მებრძოლო ათეისტებო, “პრადვინუტო” ლიბერასტებო!
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებამ მართებულად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ!
ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ დრო იხელთეთ და ორკესტრირებული შეტევა განახორციელეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის საჭეთმპყრობელზე, სასულიერო პირებზე, მორწმუნე მრევლზე, სამიზნედ გაიხადეთ წმინდა საიდუმლო ზიარების წესის რიტუალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ცვლილება არ განუცდია!
ვირუსული პანდემიის შიშით შეპყრობილებმა, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ და საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია განიზრახეთ, თანაც უსირცხვილოდ, მორწმუნე მრევლს გინდათ დააბრალოთ ვირუსული ინფექციის განზრახ გავრცელება, მოკლედ, არ გასვენებთ ეშმაკი!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენზე ბევრად კარგად აცნობიერებს იმ საშიშროებას, რაც ვირუსულ ეპიდემიას ახლავს თან და თქვენგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მძიმე დღეებში გვერდში დაუდგეს სახელმწიფოს და მოსახლეობას!
დიახ, საქართველოს ეკლესია ომების პერიოდში, შავი ჭირის და ქოლერის მძვინვარების დროს, ყოველთვის ხალხთან ერთად იყო!
დღესაც ასეა, ეკლესიის მამანი მზად არიან, რომ დაინფიცირებული ადამიანები გაამხნევონ, მათთან მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და უფალს შესთხოვონ ავადმყოფთა გამოჯანმრთელება!
დღეს, საქართველოს ეკლესია არ მოუწოდებს ხალხს, რომ ყველანი მოდით და ეზიარეთო, მაგრამ მორწმუნე ადამიანი აღმსარებელ-მაზიარებელი რომ მიდის ეკლესიაში თავის მოძღვართან, მას რა, ეკლესიის კარი მიუხურონ?! ეს ხომ, ქრისტეს ეკლესიის დასასრული იქნება, რაზეც დღემუდამ ოცნებობთ!
ახლა, რაც შეეხება წმინდა ზიარების წესს, თქვენ, “მორწმუნე ერთჯერადი კოვზელები” მოგვიწოდებთ, რომ ეჭვი შევიტანოთ წმინდა ზიარების საიდუმლოებაში, იმ სიტყვებში, რასაც მაზიარებლები წარმოსთქვამენ ზიარების მიღების შემდეგ:”საკურნებლად სულისა და ხორცისა” და პასუხად იღებენ – “სადიდებლად უფლისა”!
ტყუილად ირჯებით, ვერ ეღირსებით ამას და მეტიც, აუცილებლად ხალხის სამართლიან რისხვას დაიმსახურებთ! ქართველი ხალხი, სწორედ ჩვენი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით დავამარცხებთ ამ საშინელ ვირუსს, ჩვენს სასიქადულო ექიმებთან ერთად! დიდება უფალს!!!
P.S. -“როგორც იესოს ჯვარმცმელები, ასევე უღირსად მაზიარებლები – დაისჯებიან (წმ. იოანე ოქროპირი)!” – წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

კომენტარები