ჯუმბერ ლეჟავამ 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა

ჯუმბერ ლეჟავამ 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა.

მოგზაურობა მსოფლიოში ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით დაიწყო მარტოდმარტომ.
მოგზაურობის დასაწყისი 13. 08. 93წ.
გაიარა კონტინენტები:
აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იყო ანტარქტიდაზე (2-ჯერ).
ქვეყნები და დამოკიდებული ტერიტორიები: -234.
მოგზაურობის დასასრული – 3. 11. 2003წ.

მოგზაურობის პერიოდში დამყარებული მსოფლიოს რეკორდები:
1. უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი – 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე;
2. გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234.
3. გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ-მდე.
4. 12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო
(ჩილე), – 1997წ.
5. 4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა -2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი.

ველოსიპედები:
სულ ისარგებლა 9 ველოსიპედით.
1. უკრაინა, ,,სპორტულ-ტურისტული” ველოსიპედი _ მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში.
2. უკრაინა, ,,სპორტულ-ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე – 9 000 კმ-მდე.
3. უკრაინა, ,,სპორტულ-ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე – 10 000 კმ-მდე.
4. იტალია, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 37 სახელმწიფო,
არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე – 75 000 კმ-მდე.
5. ფილიპინები, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე.
6. ტაივანი, ,,ჯაიენტი” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო,
ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე.
7. მექსიკა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე.
8. არგენტინა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე.
9. ამერიკა, ,,კონანდეილი” ველოსიპედი. გაიარა 127 სახელმწიფო
და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000
კმ-მდე.

მოგზაურობის პერიოდში ეკვატორის გადაკვეთის ადგილები:
ინდონეზიაში (კ. სუმატრა) ველოსიპედით.
კირიბატის კუნძულებზე გემით.
ნაურუში თვითმფრინავით.
პაპუა ახალი გვინეადან ფილიპინებზე თვითმფრინავით.
ეკვადორში ველოსიპედით.
ბრაზილიაში ველოსიპედით.
სანტომე და პრინსიპეში ველოსიპედით.
გაბონში ველოსიპედით.
უგანდაში ველოსიპედით.
კენიაში ველოსიპედით (2 ჯერ).

მოგზაურმა სულ გადაიღო 50 000_ზე მეტი ფოტო-კადრი. გადაღებული აქვს 200 საათზე მეტი ვიდეო ფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად აფიქსირებდა პირად შტაბეჭდილებებს, რომელიჩ 7 000 გვერდს შეადგენს.
მოგზაურს ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ: საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია.

ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასმა მოეწყო:
ადამიანებისგან 50-მდე.
მხეცებისაგან 15-მდე.
სტიქიური უბედურება თავს დაატყდა მრავალჯერ.
სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე მრავალჯერ იდგა. მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში.
15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო
6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.

მოგზაური ახალ წელს შეხვდა:
1994 _ ეგვიპტე (ქაირო).
1995 _ მალაიზია (კუალა_ლუმპური).
1996 _ ჰონგ-კონგი (ჰონგ-კონგი).
1997 _ აშშ (ატლანტა).
1998 _ არგენტინა (მარ-დე-პლატა).
1999 _ საფრანგეთი (პარიზი).
2000 _ კონგო (ბრაზავილი), პონტე_ნუარი.
2001 _ ეთიოპია (კალაიბეტი).
2002 _ შვეცია (სტოკჰოლმი).

მოგზაურმა გადალახა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე და სრუტე, 1000-ზე მეტი მდინარე და ტბა და თითქმის ყველა უდაბნო. გაიარა ათი ათასობით ქალაქი და სოფელი, სხვა დასახლებული პუნქტები. შეიძინა უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი.

კომენტარები