ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა. ხანძარი ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haiti Libre ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვთა სახლში ელექტროენერგია გათიშული იყო, რის გამოც ისინი სანთლებს იყენებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

სოციალური კეთილდღეობისა და კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის არიელ ვილდრუანის განცხადებით:

„ბავშვთა სახლს ფუნქციონირების ნებართვა არ ჰქონდა. ჰაიტიში 754 ბავშვთა სახლიდან ფუნქციონირების ნებართვა მხოლოდ 35 აქვს“.

 

კომენტარები