„ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს. ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა:

„ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ.

ეს არის კურიოზული, ვინაიდან სახელმწიფო უწყებებში შეშინებული არიან.

ეს მათმა „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რათა შემდეგ გადაბრალება იყოს ვინმეზე. თქვან, რომ ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან მიშამ უკრაინიდან. მე ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ორგანიზებული. ჩავიდინე სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაული. ვინაიდან თქვეს, რომ მეუფე იაკობი ნასვამი იყო და ამის გამოძიებას არ დავიწყებთო, თუ ნასვამობაა ალიბი, ვიტყვი, რომ ჩემი ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ვიდრე დილით ამას გავაკეთებდი, ორი ჭიქა არაყი დავლიე“.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

კომენტარები