ჰამასის მებრძოლებმა დაიჭირეს მოსადის მიერ გაწვრთნილი დელფინი ჰარპუნის იარაღით

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, განცხადება გაავრცელა, რომ მათ დაიჭირეს ჯაშუში დელფინი, რომელიც შეიარაღებული და გაწვრთნილი იყო ისრაელის სპეცსამსახურის მოსადის მიერ. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

ჰამასის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის მიერ გამოგზავნილ დელფინს ეკეთა აღკაზმულობა, რომელსაც ჰარპუნიანი იარაღი ჰქონდა მიმაგრებული მის „წვერზე“. ჯგუფი თვლის, რომ დელფინის მიზანი მისი მებრძოლების მოკვლა იყო.

ეს პალესტინელების მიერ დაჭერილი მეორე საეჭვო დელფინია. 2015 წელს ჯგუფის მებრძოლებმა ღაზას სექტორის სანაპიროსთან შეამჩნიეს მზვერავი დელფინი ვიდეოკამერით და პატარა ისრების სროლის მოწყობილობით.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები