„ჰარი პოტერი“ ავტორის, როულინგის პოსტი, – მან ბიტკოინის განმარტება ითხოვა

ბესტსელერის „ჰარი პოტერი“ ავტორის, ჯ.კ. როულინგის პოსტი, სადაც მან ბიტკოინის განმარტება ითხოვა, Twitter-ზე ათასობით გამოხმაურებისა და დისკუსიის საგანი გახდა.

როულინგის პოსტის გამოქვეყნებიდან მალე, ათასობით კომენტარი დაიწერა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ავტორს სხვადასხვა ფორმით განუმარტავდნენ კრიპტოვალუტის მნიშვნელობას. სტატიების ლინკებისა და „მიმების“ გვერდით კომენტარების ავტორებს ბიტკოინის მნიშვნელობის ახსნისას თავად როულინგის რომანიდანაც კი მოჰყავდათ მაგალითები.

საჯარო განხილვაში ილონ მასკი ჩაერთო, „შეიძლება თუ არა, ეს ბიტკოინის მრავალმილიონიან მარკეტინგულ კამპანიად ჩავთვალოთ? – რატომაც არა“.

როულინგის ანგარიშს Twitter-ზე 15 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მათი ნაწილიც რომ დაინტერესდეს და მეტის გაგება სცადოს, ბიტკოინისათვის ესეც კი დიდი მარკეტინგული წინსვლა იქნება.

კომენტარები