ჰესების მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა – „ჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს“

სოფელ ოფურჩხეთში მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობამ აქციები გამართა, სახელწოდებით – „არ გააჩერო ნამახვანჰესი“.

-„ჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. გვინდა, განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. ჰესის მშენებლობის შემდეგ ადამიანები დასაქმდებიან, ეს ჩვენი იმედია. დაიხურა სკოლები, სოფლები დაიცალა მოსახლეობისგან.  პროექტი თუ არ განხორციელდება, რიონის ხეობა მოსახლეობის გარეშე დარჩება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სოფელ ჟონეთში აქცია გაიმართა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

-„83-ე დღეა, ჰესის მშენებლობას ვაპროტესტთ. ვერც ხელისუფლებისგან, ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები. რ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები