„ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვსვამ. უკვე კვირაზე მეტია“ – დონალდ ტრამპი

-„ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვსვამ“. რამდენიმე კვირის წინ დავიწყე მიღება. დღეში ერთ ტაბლეტს ვსვამ. უკვე კვირაზე მეტია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში.

ჟურნალისტის კითხვას, გაუწია თუ არა „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღებას რეკომენდაცია თეთრი სახლის ექიმმა. ტრამპმა განაცხადა: .

„მე ვკითხე მას – აბა, რა, რას ფიქრობ?! მან მიპასუხა, თუ შენ გინდა.

ჰიდროქსიქსლოროქინის“ პრევენციის მიზნით მიღების შესახებ ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისგან შევიტყე.

არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ეს წამალი მაინც არ დაგაავადებთ, არ მოგკლავთ. მე უკვე კვირაზე მეტია, ვიღებ მას და ჯერ კიდევ აქ ვარ“.

კომენტარები