ჰოლანდია – 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი. ტერიტორიით საქართველოზე უფრო პატარაა

ჰოლანდია – 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი.

ტერიტორიით საქართველოზე უფრო პატარაა, ჰოლანდიას უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში (აშშ-ის შემდეგ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში.

საექსპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად ჰოლანდიიდან გადის ხილი და ბოსტნეული.

ჰოლანდიური საიდუმლო სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რომელსაც უპირველესად აყალიბებენ მეცნიერები და ექსპერტები, და არა სამეტყველო ჟანრის პროფესიონალები პარლამენტში. ჰოლანდიაში ფუნქციონირებს ვაგენინგენის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა ევროპის პრაქტიკულად მთელი „აგრარული ელიტა“. სწორედ უნივერსიტეტების წიაღიდან დაიწყო ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის განვითარება.

2000 წლიდან ჰოლანდიელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან  ანტიბიოკიტების გამოყენება შეამცირეს 60%-ით.

აგრარულ სფეროს უკავია მშპ-ს 10%, – დასაქმებულია 660 ათასი ადამიანი. ჰოლანდიელი ფერმერები აწარმოებენ საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს 1 ჰექტარზე, ვიდრე ევროპის სხვა ფერმერები.  ჰოლანდიას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია აღნიშნულ სფეროში (ტერიტორიის გათვალისწინებით კი პირველი).

ჰოლანდიაში ყველაზე ჯანსაღი და ხარისხიანი საკვებია მსოფლიოში. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იყენებენ ყველაზე მეტ ორგანულ სასუქს და უარს ამბობენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე.

კომენტარები