ჰოლივუდური წყვილები: კირკ დუგლასი – ენნ ბაიდენსი

2019 წლის 9 დეკემბერს კინოსა და თეატრის გამოჩენილი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. მწერალი და ფილანტროპი, მსოფლიოს კეთილი ნების ყოფილი  ელჩი, ასევე ცნობილი მსახიობისა და პროდიუსერის, მაიკლ დაგლასის მამა, კირკ დუგლასი (მისი ნამდვილი სახელი და გვარია ისურ დანილოვიჩი) 103 წლის ხდება. მისი მეუღლე ენნ ბაიდენსი კი 100 წლისაა (23 აპრილი, 1919). მათ 65 წლის წინათ, 1954 წლის 29 მაისს, იქორწინეს და დღემდე ერთგულად ეწევიან უღელს.

ისინი ყველაფერში სამაგალითონი არიან, მათ შორის, სიყვარულშიც. მათმა სიყვარულმა ხომ 6 ათეულ წელზე მეტს გაუძლო. ენნი კირკის მეორე ცოლია. კირკმა პირველად 1943 წელს იქორწინა, მისი მეუღლე იყო დაიანა დილლ. სწორედ მისგან შეეძინა მაიკლი 1944 წელს. მაიკლის გარდა, დაიანასგან ჰყავს ჯოელი (1947). კირკმა  მეორედ 1954 წელს იქორწინა. ენნისგანაც ორი შვილი ჰყავს – პიტერი (1955) და ერიკი (1958-2004). ენნ ბაიდენსიც მსახიობი, პროდიუსერი და ფილანტროპი გახლავთ.

კირკი რუსეთში მცხოვრები ებრაელების ოჯახიდანაა. ამერიკაში 1910 წელს გადასახლდნენ და გვარიც იქ შეიცვალეს. ენნი წარმოშობით გერმანიის ქალქ ჰანოვერიდანაა. შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბელგიაში, საფრანგეთში. ამერიკის მოქალაქე ხდება 1959 წელს.

ქართველ კინომოყვარულებს ბევრი ამერიკული ფილმი ახსოვთ კირკ დუგლასის მონაწილეობით, განსაკუთრებით კი ფილმი „სპარტაკი“.

წყარო: factsinter.com და wikipedia.org

კომენტარები