ჰონგ-კონგში ექსტრადიციის სადავო კანონპროექტის გაუქმებას მოითხოვენ

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათეულ ათასობით დემონსტრანტი ექსტრადიციის სადავო კანონპროექტის გაუქმებას მოითხოვს.
ჩინეთის მმართველობაში მყოფი, ნაწილობრივ ავტონომიური რეგიონი ბოლო ხანებში მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან.

დემონსტრანტები მოითხოვენ აქციების დროს პოლიციის მოქმედების გამოძიებას. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი შეუიარაღებელ დემონსტრანტებს ხელკეტებს, ჩანს, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ასევე ცრემლმდენი და პილპილის აირი.
დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებს და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნის ეჭვმიტანილებს.
მთავრობამ კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ დემონსტრანტები დოკუმენტის გაუქმებას და ჰონგ-კონგის აღმასრულებელი უწყების ხელმძღვანელის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები