ჰონგ-კონგში ტუალეტის ქაღალდი გაიტაცეს
პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტის ფონზე ჰონგ-კონგში შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიებიდან ტუალეტის ქაღალდის ასობით ხვეული გაიტაცეს. გატაცებული ქაღალდების საერთო ღირებულება 1000 ჰონგ-კონგურ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
დღეისათვის ჰონგ-კონგში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული.
გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შექმნილი პანიკის გამო, ჰონგ-კონგში პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტია.
ტუალეტის ქაღალდების გატაცება პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტს უკავშირდება, რაც კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული.