ჰოო, ეს ძნელად შესასრულებელია – ბერი ანთიმოზი:

– “სამი პირობა
მონაზვნად აღკვეცისას სამი,მთავარი პირობა, აღთქმა იდება ღმერთთან.
პირველი: ქალწულობა, ანუ ცოლი არ გყავს, არც საყვარელი და არც გამვლელ-გამომვლელი რიგითი)))
ამას ვასრულებ.
მეორე: უპოვარება, ანუ ფული არა გაქვს, და ქონებაზე არ ფიქრობ.
ამასაც ვასრულებ. ყველა ბანკისგან დაბლოკილი ვარ. ერთი თეთრი რა არის, ისაც არ მიჩანს)))))))
მესამე: მონასტრისგან გაუსვლელობა. ჰოო, ეს ძნელად შესასრულებელია, მაგრამ ბოლო დროს, ნახალოვკიდან სამების მონასტერში გადმოსვლის შემდეგ, ორ თვე გავიდა და ამ აღთქმის შესრულებაც დავიწყეე))))
ასე, რომ ბევრს ეგონა ანთიმოზი გავაფუჭეთო, ვერ ეღირსებით, ჯერ ისევ სახელითა ვარ)))))))))))
ბერი ანთიმოზ ივერიელი” – წერს ბერი ანთიმოზი, ერობაში – თამაზ ბიჩინაშვილი

კომენტარები