“ჰო ამდენი პრემიერობის მოსურნის შალიკოს, ჯუნორის და გრიგოლის, მაწუტაძის უგულავას მნახველს ერთი აბავი გამახსენდა.”-ედიშერ გვენეტაძე:

ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს-

“ჰო ამდენი პრემიერობის მოსურნის შალიკოს, ჯუნორის და გრიგოლის, მაწუტაძის უგულავას მნახველს ერთი აბავი გამახსენდა.
მოგეხსენებათ ასათიანზე, რომ საგიჟე იყო ის შენობა ვასილ მჟავანაძის დროს აშენდა. რა თქმა უნდა შეიყვანეს პაციენტები შიგ და საავადმყოფო მოინახულა და გახსნა ვასილ პავლოვიჩმა.
ცხონებული ვასილი ნაომარი გენერალი კაცი იყო და როდესაც მივიდა ფსიქიატრიულში ის იცნო ერთ-ერთმა ფრონტელმა, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა. ხოლო იმჟამად კი ამ ფსიქიატრიულის ავადმყოფი გამოჯანმრთელების გზაზე იყო შემდგარი. ყოფილ მეომარს გაუხარდა ნაცნობის ნახვა მივიდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივანთან შეახსენა თავი და უთხრა ამჟამად სად მუშაობდა და რისთვის მოიყვანეს აქ.
ამხანაგმა ვასილმა უპასუხა, რომ იგი საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანია და აქაურობის დასათვალიერებლად მოვიდა.
ყოფილმა ფრონტელმა ეჭვნიულად შათვალიერა ვასილ პავლოვიჩი და უთხრა:
„არაფერია პავლოვიჩ მე, რომ პირველად მომიყვანეს აქ ნაპოლეონი ვარო ვიძახდი, მაგრამ მიმკურნალეს და ახლა პოლკოვნიკობამდე დავედი. ასე იქნები შენც და არ შეგეშინდეს“.
ასეა მეგობრებო ნომებრამდე იძახებენ ასე პრემიერი ვარ პრემიერიო და ნოემბრის დასაწყისში წავიყვან მაგათ ყველას სიმინდის მოსატეხად რიონისპირზე „კეჭნარაზე“ მოსავალს კარგი პირი უჩანს
აცადეთ! ამ ტიპის სუბიექტებმა ამ დროს იციან ამ დროს აფრების აშვება და აცადეთ იყვირონ, იბღავლონ, იხავლონ…. კვამლს გაუშვებენ!
ასე იციან ასე!”-წერს ედიშერ გვენეტაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები