„ჰუავეი და 5 G ქსელი არის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომლითაც ჩინეთი ცდილობს საზიანო“-აშშ-ის თავდაცვის მდივანი

-„ამერიკის შეერთბულმა შტატებმა იცის, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეცდება, პანდემია გამოიყენოს იმისათვის, რათა მოახდინოს თავის კრიტიკული ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურაში თანხების ინვესტირება, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეფექტი უსაფრთხოებაზე.

პოტენციური ოპონენტები, რუსეთი და ჩინეთი ნამდვილად შეეცდებიან გამოიყენონ თავიანთი ინტერესები ერთობლივად, რათა ნატოსა და ევროკავშირში განხეთქილება შეიტანონ. ჰუავეი და 5 G ქსელი არის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომლითაც ჩინეთი ცდილობს საზიანო, დამანგრეველი მოქმედებების განხორციელებას“ – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა ჩინეთისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე „ლა სტამპას“ გამოცემასთან. 

აშშ-ს მაღალჩინოსანებმა ღიად დაადანაშაულეს ჩინეთი კოროანვირუსის გავრცელებაში. მარკ ესპერის კომენტარი ამის შემდეგ გავრცელდა.  მაიკ პომპეოს მტკიცებით, ოფიციალურ ვაშინგტონს გააჩნია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩინეთის ლაბორატორიიდან კოვიდ 19-ის წარმოქმნას.

კომენტარები