​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში

​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში.

„ევრონიუსის“ ცნობით, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტი უცხოელია, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა, ჩასვლისას შეამოწმეს.

4 თებერვლის შემდეგ, ეს ახალ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძვირი და რისკიანი სამუშაო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 63 851 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსით ჩინეთში დაიღუპა 1380 ადამიანი.

კომენტარები