​IRI – გამოკითხულთა უმრავლესობა – „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს:

კითხვაზე „არსებობს თუ არა პარტია, რომელსაც ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით“,  – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 29%
  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 25%
  • „გირჩი“ – 16%

გამოკითხულთა 18%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.

კომენტარები