აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა – 2008 წლის ომიდან 12 წელი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

 გმირების საფლავები მოინახულეს, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დებუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ, მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ, , მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ორი ხულოს მუნიციპალიტეტიდან – ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე და ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი – ეს 2008 წლის ომის შედეგია.

12 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება

 

კომენტარები