ათენის აეროპორტში, „ბრითიშ ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაჯდა კომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ (BRITISH AIRWAYS) კუთვნილი თვითმფრინავი AIRBUS 320. რეისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკიდან ლონდონის მიმართულებით ასრულებდა.

როდესაც თვითმფრინავი კუნძულ სამოსის თავზე მიფრინავდა, ხომალდის კონტროლის მოწყობილობამ კვამლის არსებობა აჩვენა. კაპიტანმა ათენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის საავარიო დაშვების ნებართვა ითხოვა.თვითმფრინავში 152 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

კომენტარები