ალეკო ელისაშვილი: „გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია – რა მოხდა მის თავს, არ ვიცი“

-„ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია ამ პოზიციის მოულოდნელი ცვლილება, რადიკალურად, 180 გრადუსით. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არ უნდა ინდივიდუალურად შეხვედრა გიორგი ვაშაძეს? როგორ ფორმატშიც უნდა ისე შეხვდებით. ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით, ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, – ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით, ორ დღეში იძახი, -ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი.

პირადად, არ მქონია გიორგი ვაშაძესთან კომუნიკაცია, მაგრამ ჰქონდათ „გირჩის“ ბიჭებს. გიორგი ვაშაძემ თქვა, -არა თუ სიამოვნებით შეგვხვდებოდა, არამედ დიდი სიხარულით შეგვხვდებოდა, იმსჯელებდა რაზეც უნდა გვემსჯელა, – კრიზისიდან გამოსავალზე, იმ შეთავაზებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს ერთგვარი პლებისციტი“, – განაცხადა  „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან. განუცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, -ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიაჩნია

გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია.

 

კომენტარები