ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს – ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად თვითმფრინავი შერემეტიევოში

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად მგზავრობდა მოსკოვში დაჯდა. ამ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ნავალნის თანაშემწე კირა იარმიშზე დაყრდნობით ავრცელებს, 

ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად მისი თვითმფრინავი შერემეტიევოში დაჯდა. ამის მიზეზად ვნუკოვოს ადმინისტრაციამ აეროპორტში ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, დადგინდა, – ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ  დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევაა.

​მანამდე ნავალნიმ აეროპორტში ბრიფინგი გამართა.

-„ ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. რუსეთში დაბრუნება მიხარია, დაპატიმრება  არ მაშინებს. დარწმუნებული ვარ, არ დამაკავებენ. არაფრის მეშინია, თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის გეშინოდეთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები