ამერიკელი დიპლომატი, რიჩარდ ბერტი – ნატოს გაფართოება დემოკრატიის გავრცელების საბაბით შეცდომაა

 

ამერიკელმა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა გერმანიაში რიჩარდ ბერტმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება დემოკრატიის გავრცელების საბაბით შეცდომაა. ეს განცხადება მან გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, არასოდეს ყოფილა რაიმე ოფიციალური დაპირება, რომ არ გაფართოვდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით.

”მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცივი ომის შემდგომ წლებში, ალიანსის გაფართოებია ამ მაშტაბითაც კი არ იყო გეგმაში.
შემდეგ ბევრმა დაიწყო იმის დაჯერება, რომ ნატო არის დემოკრატიის გავრცელების პროექტი და ის სახელმწიფოები, რომლებიც შეუერთდნენ ალიანსის რიგებს, გახდნენ დემოკრატიული“

ბერტმა, რომელიც ამჟამად გეოპოლიტიკური კონსულტანტია, ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ბოლო მოლაპარაკებები მოსკოვისა და ვაშინგტონის ელჩებს შორის ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში წარმატებული იყო რუსული დიპლომატიისთვის. დასავლეთი იწყებს იმის გაგებას, რომ უკრაინის კრიზისს აქვს სტრუქტურული პრობლემა. ის დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის სამხედრო ძალებს უკრაინის დასაცავად.

„და აბსოლუტურად აუცილებელია კომპრომისის ფორმულის პოვნა: დაპირების გარეშე, რომ უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს, ნათლად აჩვენე, რომ ამ მომენტში კიევი არ არის მზად ალიანსში გასაწევრიანებლად. რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს გარანტიები ამ მნიშვნელოვან საკითხზე“.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები