ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს

ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს.

-„საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავეხმაროთ ქვეყანას პანდემიის დროს.

იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს მარცვლეულის ექსპორტი, აშშ იძიებს გზებს, რომ საქართველოს დაეხმაროს მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები